ქუთაისში, მიმდინარე წლის 26 მარტიდან ტაბიძის ქუჩის სრული
რეაბილიტაცია დაიწყება.
სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან
1,077,306.69 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოების დასრულებამდე, ავტომობილებისთვის გზა გადაიკეტება
ჩეჩელაშვილის ქუჩის კვეთიდან, გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე.
მოძრაობა აღმაშენებლის გამზირიდან, ჩეჩელაშვილის ქუჩის გავლით,
გრიშაშვილის და დუმბაძის ქუჩების მიმართულებით იქნება შესაძლებელი.
სამუშაოებს შპს "ჯეო სერვისი" განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები