ქუთაისში, ავტოქარხნის უბანში, მატარებლის დაჯახების შედეგად
დაშავებული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს.
19 მარტს, ბავშვთა დღის ცენტრიდან სახლისკენ მიმავალ და-ძმას
წყალტუბო-ქუთაისის მატარებელ დაეჯახა, იმ დროს, როდესაც ისინი
ლიანდაგს კვეთდნენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და
გამოძიება 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო
ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
გამოიწვია.
საქართველოს რკინიგზა მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
ამავე
თემაზე:
სახიფათო გზა შინისკენ
მასალის გამოყენების პირობები