იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ შპს ,,ფრეგო"–ს დასავლეთ საქართველოს
რეგიონული მენეჯერი ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ მოადგილე დღეს წარადგინა. წარდგენის
შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას ჟურნალისტებისთვის წინასწარ
არ უცნობებია.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფრომაციით, ზვიად შალამბერიძე ადგილობრივი
თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის
საკითხებს, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სამხედრო
აღრიცხვაზე აყვანა-გაწვევის სფეროებს გაუწევს კურირებას.
ზვიად შალამბერიძე დღემდე შპს ,,ფრეგო"–ს დასავლეთ საქართველოს
რეგიონული მენეჯერი იყო. ასევე, მუშაობდა სს სადაზღვევო
კომპანიებში.
იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა პოსტი
მიმდინარე წლის 6 თებერვალს დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები