შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქუთაისში "ბუპრენორფინის"
შემცველი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით ერთი პირი
დააკავა.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მ.წ.-სგან ნარკოტიკული
საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა
განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული "ბუპრენორფინის"
შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების
ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს.
დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები