ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის "ხელედულა 3"-ის მშენებლობის
საკითხის განსახილველად ჩასულ ეკონომიკის სამინისტროს
წარმომადგენლებს, მოსახლეობა აქციით შეხვდა.
ჰესის მშენებლობა, რომელსაც ადგილობრივები აპროტესტებენ,
მდინარე ხელედულას და დევაშის ხეობაშია დაგეგმილი.
მოსახლეობის თქმით, ჰიდროელექტროსადგურისთვის კომპანია გვირაბების
მოწყობას გეგმავს იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსალოდნელია ღვარცოფული,
მეწყრული, ეროზიული და სხვა საშიში გეოლოგიური პროცესების
გააქტიურება. ჰესის მშენებლობისთვის 18-20 ჰექტარზე ტყეც გაიჩეხება.
სოფლებში - ხელედში, წანაშსა და ლესემაში საცხოვრებელ სახლებსა და
საკარმიდამო ნაკვეთებს დატბორვა ემუქრება.
"ხელედულა 3" ჰესის მშენებლობით შპს "ხელედულა ენერჯია"
დაინტერესებული, რომელიც 2015 წლის 16 სექტემბერს არის
რეგისტრირებული. კომპანიის 100 %-ის მესაკუთრეა თურქული კომპანია
"ანადოლუ კავკასია ენერჟი იათურიმლარი".
მასალის გამოყენების პირობები