მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდა
11:27 / 21.03.2019
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მოთავსებული 10 წლის გოგონა
და ხუთი წლის ბიჭი ამ დრომდე
რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან, თუმცა, მათი
ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
"დღეის მდგომარეობით, ბავშვები მართვით სუნთქვაზე არ
არიან შეერთებული", – განმარტავენ საავადმყოფოში.
190ff; font-weight: bold; font-family: BPGArialRegular; font-size: 14px;">
19 მარტს,
ბავშვთა დღის
ცენტრიდან სახლისკენ მიმავალ და-ძმას წყალტუბო-ქუთაისის მატარებელ
დაეჯახა, იმ დროს, როდესაც ისინი ლიანდაგს
კვეთდნენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და
გამოძიება 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,
რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
გამოიწვია.
საქართველოს რკინიგზა მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები