ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, მათ
ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი
დაეჯახათ. ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და
გამოძიება 275 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს. რაც სარკინიგზო
ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები