ზესტაფონის ბაზარში ქალს უცნობმა პირმა ჩანთა გასტაცა.
მძარცველმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა,
მას ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი სამართალდამცავი,
რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დაედევნა და
დააკავა.
გატაცებული ჩანთა და 600 ლარი პოლიციამ ნივთმტკიცებად
ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით
მიმდინარეობს.
დაკავებულს 4–დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები