ქუთაისის მერია საზოგადოებრივ საპირფარეშოებს იჯარის ფორმით გასცემს.
ქალაქში მდებარე ოთხივე საპირფარეშო მერიამ აუქციონზე უკვე
გაიტანა.
ცენტრალურ ბულვარში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ჯავახიშვილისა და ავტომშენებლის ქუჩებზე მდებარე საპირფარეშოებს,
მერია ხუთწლიანი სარგებლობის უფლებით გასცემს.
ქალაქში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაწილი პერიოდულად
ფუნქციონირებს. მათ შორის, ცეტრალურ ბულვარსა და ავტომშენებლის
ქუჩაზე, თუმცა, უმეტესწილად ისინიც დაკეტილია. ჯავახიშვილის ქუჩასა და
წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საპირფარეშოებს კი
არასდროს უმუშავია.
დაკეტილი საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქუთაისისთვის წლების
განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა, რაც არაერთხელ
გააპროტესტა ოპოზიციამ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში წლების განმავლობაში თავს იმით
იმართლებდნენ, რომ შენობები, რომლებიც 2012 წელს "გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიამ" ააშენა, სამი წლის განმავლობაში
ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და საპირფარეშოები ქალაქს მხოლოდ
2015 წელს გადაეცა. ამის მიუხედავად, მერიამ ოთხი
წლის განმავლობაში პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები