ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო.
ინფრასტრქტურული პროექტს ფარგლებში, რომლისთვისაც სულ 168
778 ლარი უნდა დაიხარჯოს, მუნიციპალიტეტში 10 სკვერი
განახლდება. (ჩოხოსნების სკვერი, თამაზ კიკნაძის სახელობის
სკვერი, მერიის წინ, 9 აპრილის ქ. N15-ში მდებარე სკვერი, ვეფხვია
ღონღაძის სახელობის სკვერი, დაბაში 9 აპრილის სახელობის სკვერი, ე.წ.
"დევების სკვერი", ევგენი ხარაძის სახელობის სკვერი, ეკლესიისკენ
მიმავალ გზაზე მდებარე სკვერი, პატარა ხარაგაულში მდებარე სკვერი,
დაბაში სპორტსკოლის მიმდებარედ არსებული სკვერი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში
დაგეგმილია განათების სისტემის, ძელ-სკამებისა და დაზიანებული
ბორდიურების აღდგენა.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში
გამარჯვებული კომპანია შპს "ჭედა" ასრულებს.
ხოლო სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები