ახალი ამბები
ექსპერტიზის გარეშე ჩაბარებული შენობა და წყალში გადაყრილი მილიონები (ფოტო)
FaceBook
ტყიბულის სპორტის სასახლეში, რომლის რეაბილიტაციას 2 400 000 ლარი მოხმარდა, წყალი ჩამოდის. დაზიანებულია რამდენიმე ოთახის ჭერი, კედლები და იატაკი. მოსწავლეებს ამორტიზებულ შენობაში უწევთ ვარჯიში.

გახსნიდან ორ წელიწადში ტყიბულის ერთადერთ სპორტულ დარბაზში მთლიანადაა შესაცვლელი ჭერი, განმეორებით რეაბილიტაციას საჭიროებს დაზიანებული კედლები და იატაკი.

პრობლემის შესახებ უკვე ორი წელია ცნობილია ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის. როგორც სპორტის სასახლის დირექტორი ამბობს, შენობაში წყალი სისტემატიურად არ ჩამოდის. გარდა ამისა, შემსრულებელმა კომპანიამ ერთხელ უკვე შეაკეთა დაზიანების ადგილი, თუმცა, უშედეგოდ. მას შემდეგ კი, დირექტორის თქმით,  სამუშაოების დაწყებას უამინდობა უშლიდა ხელს.

"წვიმის დროს არ ჩამოდის. თუ მოთოვს და მერე გაიყინება, ის ყინული რომ დნება, იმის წყალი ჩამოდის. მხოლოდ ერთი ოთახია დაზიანებული. თვითონ დარბაზი იდეალურ მდგომარეობაშია. ამინდები არ იყო, რომ შეგვეკეთებია", – ამბობს ვალერი კობახიძე.

ტყიბულის არქიტექტურის სამსახურის უფროსი არ უარყოფს, რომ ორი წლის წინ საზეიმოდ გახნილი შენობა განმეორებით რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა, ამბობს, რომ შენობის სახურავი იმ თანხით შეიცვლება, რომელიც კომპანიამ გარანტიის სახით ბიუჯეტში დატოვა.

"შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულებაში აქვს საგარანტიო თანხა 10 000 ლარი და იმ თანხით მოხდება სახურავის შეცვლა. აუცილებლად უნდა შევცვალოთ იატაკიც და ამისთვის გამოვძებნით თანხებს", – ამბობს ზაზა ზოსიაშვილი.

ჯამში რა დაუჯდება ტყიბულის ბიუჯეტს შენობის ხელახალი რეაბილიტაცია, უცნობია.

როგორც ირკვევა, 2016 წელს, ტყიბულის  მუნიციპალიტეტმა სპორტის  სასახლე  ისე ჩაიბარა, რომ მისი ხარისხი ექსპერტიზის მიერ შემოწმებული არ იყო.

იმის მიუხედავად, რომ სამუშაოების დასრულებიდან მალევე შენობაში წყალი ჩამოვიდა, ხელმძღვანელობას არც მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზარალის რაოდენობა დაუდგენია და არც შემსრულებელი კომპანიისთვის მიუმართავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ტყიბულის სპორტის სასახლის რეაბილიტაცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა.

დასკვნის მიხედვით, ინფრასტრუქტურულ პროექტზე არაეფექტურმა კონტროლმა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება გამოიწვია. იმის მიუხედავად კი, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები 2 წელია ინფორმირებულნი არიან აღნიშნული ხარვეზების შესახებ, პრობლემის მოსაგვარებლად რაიმე სახის ქმედითი ღონისძიებები არ გაუტარებიათ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.