საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით,
მიმდინარე წლის 13 და 14 მარტს ქუთაისის ნაწილს
წყალმომარაგება შეეზღუდება.
13 მარტის 06:00 საათიდან - 13-ის 11:00 საათამდე წყალმომარაგება
შეწყდება შემდეგ ქუჩებე: გოგოლი, ბაგრატიონი, ბალანჩივაძე,
ჭყონდიდელი, ჩორგოლიანი, ლეონიძე, გურამიშვილი, რაზმაძე, გრ. აბაშიძე,
ევდოშვილი, მოსკოვი, გორი, დეპო, ხაბეიშვილი, ნიკო მარი, ნეკრასოვი,
წერეთელი - N165-ის ზევით, ახალგაზრდობის გამზირი, ჯორჯიაშვილი და
კუპრაძის ქუჩა.
13 მარტის 07:00 საათიდან - 14 მარტის 07:30
საათამდე ასევე წყალმომარაგება შეწყდება ნიკეას II
შესახვევში N40ა-დან N76-ის ჩათვლით.
13.მარტის 07:00 საათიდან - 13-ის 20:00
საათამდე, წყალმომარაგება შეიზღუდება სოფლებშიც: ზედა და
ქვედა მესხეთი, ოფშკვითი, უკანეთი; ბროწეულას დასახლება.
წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვები
კომპანია "ესემკა"-ს მიერ ახალი თუჯის მაგისტრალური მილსადენის
დაერთებითი სამუშაოების ჩატარებამ გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები