ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაცხში კაცხის სვეტთან ტურისტული
ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
დაგეგმილია კაცხის სვეტის გალავანისა და ეზოს რეაბილიტაცია, სველი
წერტილების მოწყობა და ტურისტული ცენტრის აშენება. ასევე,
დამონტაჟდება 10 ტონიანი წყლის რეზერვუარი, რომლემაც წყალმომარაგებით
იქ მაცხოვრებელი ბერები და ახლომდებარე სოფლის მოსახლეობა უნდა
უზრუნველყოს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით,
ტერიტორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის
სრულად
ადაპტირებული იქნება.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი.
ვიდეო: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
მასალის გამოყენების პირობები