გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და
იმერეთის რეგიონში 12-დან 16 მარტის ჩათვლით, უმეტესწილად, უნალექო
ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ზოგან აღმოსავლეთის
მიმართულების ქარი იქროლებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19-დან
24 გრადუსამდე იქნება.
"მაღალმთიან რაიონებშიც ტემპერატურა 10-15
0 იქნება. 14
მარტს მოსალოდნელია წვიმა 15 მარტის ჩათვლით", - ამბობს გარემოს
ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
იწვიმებს 17 მარტსაც. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი.
მასალის გამოყენების პირობები