ქუთაისის ,,აია არენაზე" ტელეკომპანია "პირველი არხის" ოპერატორის,
სოფო ბობოხიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში დაიწყო.
ტურნირი ტრადიციულია და უკვე მესამე წელია იმართება. მასში იმერეთის
რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობს. გუნდები ორ ჯგუფში არიან
განაწილებული.
ფინალური შეხვედრა 14 მარტს გაიმართება.
გამარჯვებულ გუნდს სოფო ბობოხიძის სახელობის გარდამავალი თასი
გადაეცემა.
შეჯიბრებს ორგანიზებას ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება
უწევს.
მასალის გამოყენების პირობები