ქუთაისში, მესამე საჯარო სკოლის წინ გამორჩეული და ცნობილი ქალების
მემორიალური დაფა გაიხსნა.
ეს ქალებია: ვერიკო ანჯაფარიძე, ანა კალანდაძე, თამარ წერეთელი,
მინადორა ორჯონიკიძე, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე, მარიამ ყაუხჩიშვილი,
კატო მიქელაძე, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი, ნინო ტყეშელაშვილი,
გოგუცა კუპრაშვილი, თამარ ბოლქვაძე, ფატო გოკიელი, თამარ გოკიელი,
ოლია ოკუჯავა და მერი დავითაშვილი.
ცერემონიას ქალაქის მერთან ერთად თვითმმართველობის სხვა
წარმომადგენლები და საზოაგადოების აქტიური წევრები ესწრებოდნენ.
ქალებს 8 მარტი მიულოცა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლზე
ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.
"ცნობილი კურსდამთავრებულების მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელთაც
ყველა სფეროში გამორჩეული წვლილი ყველა სფეროში. ეს ხდებოდა
მაშინ როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანაში ქალებს ჯერ კიდევ საბრძოლი
ჰქონდათ ხმის უფლებისათვის. ისინი იყვენენ სათავეში იმ დემოკრატიული
ტრადიციის, რომელსაც ჩვენ ეხლა ვაგრძელებთ და გვეამაყება. პირადად მე
ძალიან მეამაყება. ამ სკოლას ამ ქალაქს ძალიან ჰქონდა გამორჩეული
როლი", - ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.
ღონისძიება ფემინისტური ტურით ოპერის თეატრიდან დაიწყო და ის
მუსიკალური ნომრით დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები