ქუთაისში, ე.წ. ავანგარდის დასახლებაში მდებარე
ყოფილი ქარხნის შენობაზე ექსპერტიზის დაკვნა
"საქართველოს კულტურის პალატამ", კონცერტის ჩატარებამდე ერთი დღით
ადრე მიიღო.
"ვიზუალური დათვალიერებისას დადგინდა, შენობის კოლონების
სწორხაზოვნება დარღვეული არ არის, რაიმე გრუნტის ჯდომა არ შეიმჩნევა,
რკინა-ბეტონის ფორმებს ვიზუალურად სწორხაზოვნება დაკარგული აქვს.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შენობის მდგრადობა დამაკმაყოფილებელია", -
წერია სამხარაულის მიერ გაცემულ დასკვნაში.
აღნიშნული დასკვნა დავით ოქიტაშვილმა მოგვაწოდა. რაც შეეხება
"კონობას" კონცერტისთვის გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას, ოქიტაშვილის თქმით, ის თბილისში აქვს.
ავანგარდის ყოფილი ქარხნის მდგრადობის შესახებ დასკვნის
წარმოდგენა "კულტურის პალატის" თავმჯდომარეს, ქუთაისის საკრებულოს
ოპოზიციამ მოსთხოვა. მათი თქმით, შენობა, სადაც 8 მარტს
კონცერტი უნდა ჩატარდეს, მდგრადობაზე შემოწმებული არ არის და ეს
დოკუმენტი კონცერტის ორგანიზატორებს არც გასულ წელს ჰქონდათ,
როცა ამავე ქარხანაში ჯგუფ "კონობას" კონცერტი გაიმართა.
საკრებულოს სხდომაზე, სადაც ოპოზიციამ ყოფილი ქარხნის შენობის
კულტურის პალატისთვის" უსასყიდლოდ გადაცემა გააპროტესტა და შენობის
მდგრადობაშიც ეჭვი შეიტანა, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ
შენობაში სამხარაულის ექსპერტები მუშაობდნენ და დასკვნა რამდენიმე
საათში იქნებოდა მზად.
"კულტურის პალატის" თავმჯდომარემ სამხარაულის ექსპერტიზის
დასკვნა დღეს გაასაჯაროა.
შენობაში 20:00 საათზე სტეფანე მღებრიშვილის კონცერტია
დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები