"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის
წარმომადგენლები ავანგარდის დასახლებაში, მერიის მიერ, ყოფილი ქარხნის
ტერიტორიის უსასყიდლოდ
გასხვისებას აპროტესტებს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე კონცერტის ჩასატარებლად ქარხანა და მიმდებარე
ტერიტორია მერიამ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტს, დავით
ოქიტაშვილს, უსასყიდლოდ მიმდინარე წლის 6
მარტს ორი წლის ვადით გადასცა.
"ეს ეკონომიკურად საკმაოდ დატვირთული ობიექტია, რომელიც შეიძლება
საკმაოდ ძვირად გაიყიდოს და სერიოზული შემოსავლის წყარო გახდეს
თვითმმართველობისათვის. მაშინ როდესაც ყველა კონცერტი და ვარსკვლავები
ყოფილან ამ ქალაქში ჩამოსულნი და იჯარას იხდიან სხვადასხვა შენობაში,
რამდენად მიზანშეწონილია დავით ოქიტაშვილისთვის უსასყიდლოდ გადაცემა.
აქ არის ბევრი კითხვის ნიშანი. ჩვენი ინფორმაციით, ამ ობიექტის
გადაცემა თბილისის დავალებით მოხდა", - ამბობს გიგა
შუშანია.
ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ
გადაცემას ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია
დაეთანხმა.
როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვლასი გარდაფხაძე ამბობს, შენობით მისი
მდებარეობის გამო ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა, თუმცა, როგორც
ირკვევა მერიას შენობა აუქციონზე გასაყიდად არც ერთხელ არ
გაუტანია.
"შეფასებაც არ არის ამ შენობის გაკეთებული როგორც ვიცი და არც
აუქციონზე ყოფილა გატანილი. სასაფლაოსთან რომ არის ახლოს, ყველა
იკავებს თავს ამის გამო. კულტურის პალატა ამ შენობას სხვადასხვა
კულტურული ღონისძიების ორგანიზებისთვის გამოიყენებს და ვფიქრობ, ეს
ძალიან კარგი იქნება ამ უბნის გაცოცხლებისთვის", – ამბობს ვლასი
გარდაფხაძე.
მისივე თქმით, ორი წლის შემდეგ თუ შენობას ინვესტორი გამოუჩნდება,
კულტურის პალატა ვალდებულია შენობა გაათავისუფლოს.
ავანგარდის დასახლებაში, ყოფილი ქარხნის ტერიტორია კულტურის პალატამ
კონცერტის ჩასატარებლად პირველად გასულ წელს გამოიყენა.
2018 წლის 20 ოქტომბერს ქარხანაში ბელგიური დუეტის "კონობას" კონცერტი
ჩატარდა. 8 მარტს კი ქარხანაში მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის
კონცერტია დაგეგმილი.
ამავე თემაზე:
ქუთაისში ყოფილი ქარხნის შენობა კულტურის პალატას უსასყიდლოდ
გადაეცემა
მასალის გამოყენების პირობები