სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, შესაძლო
დანაშაულისა და კორუფციის ნიშნების შემცველი დოკუმენტაცია,
პროკურატურას გადაუგზავნა.
ერთ–ერთი ასეთი საქმე ეხება ქუთაისში, 2017 წლის 1
ოქტომბერს გახსნილ სოციალურ საცხოვრისს, რომლის მოწყობაშიც
ადგილობრივი ბიუჯეტიდან
4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ
ანგარიშში ნათქვამია, რომ საცხოვრისში სამუშაოები
უხარისხოდაა შესრულებული. გარდა ამისა, იკვეთება მერიასა და კომპანიას
შორის შესაძლო გარიგების ნიშნები.
ანგარიშში ასევე საუბარია,
ასათიანის ქუჩაზე 2018 წელს ააიპ "სპეციალური
სერვისების" მიერ მოწყობილ სანიაღვრე სისტემაზე, რისთვისაც ანგარიშის
მიხედვით
168 200 ლარზე მეტი არაეფექტიანად დაიხარჯა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2015-2017 წლებში ქუთაისის მერიამ
დასაბუთების გარეშე დახარჯა 715 600 ლარი გარე განათების ქსელის
ექსპლუატაციისთვის.
კიდევ ერთი საქმე ეხება სამტრედიის მუნიციპალიტეტს, რომელმაც 2017
წელს შპს "ინდიკოს" გაფორმა ხელშეკრულება. ტენდერის მიხედვით,
კომპანიას სამტრედიაში გზის საფარი უნდა დაეგო. როგორც ანგარიშშია
ნათქვამი, სავარაუდო გარიგების საფუძველზე სამტრედიის გამგეობამ ორ
პრეტენდენტს "ინდიკოსა" და სს "არქეოპოლისს" შორის ხელშეკრულება შპს
"ინდიკოს" გაუფორმა რაც 412.8 ათასი ლარით მეტი დაუჯდა.
აუდიტის სამსახურმა დარღვევები, ასევე, იპოვა წყალტუბოს, საჩხერის,
რუსთავის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ფინანსურ
დოკუმენტაციებში.
მასალის გამოყენების პირობები