ზესტაფონის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე
ახლადრეაბილიტირებულ სკვერში მწვანე ნარგავები დააზიანეს.
უცნობმა პირებმა ნაძვებს ტოტები ჩამოამტვრიეს.
ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, ანალოგიური შემთხვევა ერთი კვირის
წინ, 9 აპრილის სახელობის სკვერშიც მოხდა, სადაც პალმის ხეები
დააზიანეს.
ზესტაფონის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი გასულ
ზაფხულს მოეწყო. სკვერში დაირგო ხე-მცენარეები, დამონტაჟდა განათება
და მოსასვენებელი სკამები.
მასალის გამოყენების პირობები