2019 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება,
- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით
სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა.
"ის კანონი, რომელიც მიღებულია, არეგულირებს მთელ რიგ საკითხებს და
მათ შორის ხედვას, სოციალური მუშაკების შესახებ. 2009 წელს სოციალური
მუშაკების რაოდენობა იყო 171, 2018 წელს - 244, ხოლო 2019 წელს
დაგეგმილია 50 სოციალური მუშაკის დამატება. სოციალური მუშაკების
დამატება არ არის მხოლოდ სამინისტროს კეთილ ნებაზე ან შიდა
გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ეს კანონის ნაწილია, მათ შორის
ქვეყნის ბიუჯეტის კანონის და უნდა მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა", -
განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, ასევე არსებობს გრაფიკი და სოციალური მუშაკების
რაოდენობა გაიზრდება. კერძოდ, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 2020
წელს დაემატება ასევე 50 სოციალური მუშაკი, 2021 წელს
თვითმმართველობებში გაჩნდება სოციალური მუშაკების აქტივობა და ბოლო
თარიღი არის 2025 წელი, როცა ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50
საქმეზე მეტი
interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები