ქუთაისიდან 40 ჩოხოსანი ატოცში ოკუპაციის გასაპროტესტებლად წავიდა.
ჩოხოსანთა საზოგადოების იმერეთის ორგანიზაცის წინამძღოლის, ლევან
როხვაძის თქმით, მათ ინიციატივას უერთდებიან ჩოხოსნები გურიიდან,
სამეგრელოდან და აჭარიდან.
"შვილები მიგვყავს და უფალს ვევედრებით, ეს საკითხი მშვიდობით
გადაიჭრას. ნუ ეხებიან ჩვენს მიწას და დაგვაყენონ ჩვენს მიწაზე", -
ამბობს ქუთაისის ჩოხოსანთა ხელმძღვანელი, ლევან როხვაძე.
ჩოხოსნები საოკუპაციო საზღვართან დილის 10 საათისთვის წავიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები