ქუთაისის ჩოხოსნების ინიციატიავით, ორ მარტს ადმინისტრაციულ
საზღვართან ატოცში ჩავლენ და რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ.
ჩოხოსანთა საზოგადოების იმერეთის ორგანიზაცის წინამძღოლის, ლევან
როხვაძის თქმით, მათ ინიციატივას უერთდებიან ჩოხოსნები გურიიდან,
სამეგრელოდან და აჭარიდან.
"შვილები მიგვყავს და უფალს ვევედრებით, ეს საკითხი მშვიდობით
გადაიჭრას. ნუ ეხებიან ჩვენს მიწას და დაგვაყენონ ჩვენს მიწაზე", -
ამბობს ქუთაისის ჩოხოსანთა ხელმძღვანელი, ლევან როხვაძე.
60-მდე ადამიანი ქუთაისიდან დილის 10 საათისთვის გავა.
მასალის გამოყენების პირობები