ახალი ამბები
ესტონური კომპანია Taxify ქუთაისში გადაადგილების კულტურას ცვლის! ®
FaceBook
1 მარტიდან, ქუთაისში ხელმისაწვდომი ხდება Taxify-ის მომსახურება.

Taxify არის მობილური აპლიკაცია, რომელიც მგზავრს პარტნიორ მძღოლთან აკავშირებს.

კომპანია 2013 წელს დაარსდა ესტონეთში და დღეს მსოფლიოს 92 ქალაქში ოპერირებს.

Taxify-ში გაერთიანებულია 500 000-ზე მეტი მძღოლი და მილიონობით მგზავრი, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება მსოფლიოს 5 კონტინენტზე.

ქუთაისში, ერთი კვირის განმავლობაში, ყველა მგზავრი, ვინც აპლიაკაციას გადმოწერს, საჩუქრად მიიღებს 3 ლარის ღირებულების ფასდაკლებას პირველ სამ მგზავრობაზე.

ქუთაისში მგზავრობის მინიმალური ტარიფი მხოლოდ 0.5 ლარი იქნება. ეს უპრეცედენტო ტარიფია და მომსახურებას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.

კომპანიის მიზანია, შეცვალოს ქალაქში გადაადგილების კულტურა და გახადოს იგი კომფორტული, სწრაფი და მოსახერხებელი.

მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელია გადმოწეროთ Taxify მობილური აპლიკაცია და მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, ღილაკზე თითის დაჭერით, Taxify-ს პარტნიორი მძღოლი მოგაკითხავთ სასურველ ადგილზე. ანგარიშსწორებას შეძლებთ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო გადახდის მეთოდით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.