ქუთაისში, მშენებლობებზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გამართეს.
ერთმა კი შიმშილობა დაიწყო.
შპს "თი ემის" ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლები კუთვნილ სახელფასო
ანაზღაურებას მოითხოვენ.
მუშების თქმით, კომპანია ჯერ დევნილებისთვის აშენებდა კორპუსს
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარედ, რომელიც ამაჟამად შეჩერებულია.
ახლა კი შსს-ს დაკვეთით, ნიკეაზე 11 სათულიან კორპუსს აშენებს
თანამშრომლებისთვის. მუშების თქმით, კომპანიას ხელფასები აღნიშნულ
მშენებლობაზეც გაუცემელი აქვს.
"მესამე თვეა ანაზღაურებას არ მაძლევენ. მიზეზად ამბობენ, რომ
დამკვეთისგან თანხები არ არის ჩარიცხული. თუკი დროულად არ მოხდება
ხელფასების გაცემა, სხვებიც დაიწყებენ შიმშილობას," - ამბობს
აქციის მონაწილე სერგო ჭიქაბერიძე, რომელმაც შიმშილობა დილით
დაიწყო.
აქციის სხვა მონაწილეების თქმით, დეკემბერში, როდესაც
ანაზღაურება მოითხოევს, კომპანიამ ხელფასის გაცემის დაპირება მისცათ.
თუმცა, მოგვიანებით გაარკვიეს, რომ ყველა, ვინც ხელფასი მოითხოვა,
სამსახურის გარეშე დარჩა. მუშების თქმით, "თი ემმა" მათ ადგილას
სხვები დაასაქმა.
შპს "თი ემში" ქუთაისიპოსტს სატელეფონო საუბარში განუცხადეს, რომ
ინფორმაციას არ ფლობენ და გარკვების შემდეგ
დაგვიკავშირდებიან.
დევილთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მშენებლობის საკითხი,
მუნიციპალური განვითარების ფონდს ეხება, სადაც აცხადებენ, რომ
ინფორმაციას მოიკვლევენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი
აცხადებენ,
რომ მათი ობიექტის მშენებლობა შეუწყვეტლივ მიმდინაროებს.
"რაც შეეხება, სამი თვე ხელფასების გაუცემლობას, ეს არ არის სიმართლე, რადგან, სამი
თვე არც არის რაც სამუშაოები დაიწყო", -
განმარტავენ უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები