იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ვიცე-გუბერნატორად დავით
გორდელაძის შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს.
მისი თქმით, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია.
"პირველად მესმის ეს ინფორმაცია დავით გორდელაძესთან დაკავშირებით.
როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას, პირველს თქვენ გეტყვით,"- განაცხადა
შავლეგო ტაბატაძემ.
დავით გორდელაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს
კურირებს.
იმერეთის გუბერნატორის მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა,
რაც ვიცე-გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა თანამდებობა საკუთარი
განცხადების საფუძველზე, 2019 წლის
6 თებერვალს დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები