წყალტუბოში, ნიღბიანი არასრულწლოვნები ორ სასურსათო მაღაზიაში
შეიჭრნენ და გამყიდველებს დანის მუქარით ფული მოსთხოვეს.
თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხეს და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალნენ.
ორივე არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული ვ. ყ. და 2001 წელს
დაბადებული გ. კ., შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით,
წყალტუბოში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და ნიღბები ნივთმტკიცების
სახით ამოიღო.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის
კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები