2021 წლიდან წყლის მომხმარებელთა არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო
ტარიფი გათანაბრდება
და ერთ კუბურ მეტრზე დაახლოებით 1 ლარის ფარგლებში იქნება.
საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი
ფანგის განმარტებით,
არსებული კანონმდებლობის მიხედვით, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი
ასუბსიდირებს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რის გამოც ტარიფებს შორის
მნიშვნელოვანი სხვაობაა.
ამჟამად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის წყალმომარაგების
მომსახურების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 32 თეთრს, ხოლო
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის - 4 ლარსა და 40 თეთრს
შეადგენს.
2021 წლისთვის ცვლილება შევა „ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის
შესახებ“ კანონში, რის შედეგადაც ტარიფები გათანაბრდება.
როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ცვლილების შედეგად, მცირედით
გაიზრდება საყოფაცხოვრებო და სერიოზულად შემცირდება არასაყოფაცხოვრებო
ტარიფი.
www.interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები