ტყიბულში, საწირის საბავშვო ბაღში მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის
გამათბობელი მერის წარმომადგენლის თენგიზ ლომთაძის დავალებით
მოიხსნა.
ბაღის გამგე, დარეჯან სუპატაშვილი ჩვენთან საუბარში ყვება, რომ მზის
სისტემის წყლის გამაცხელებელი ბაღის შენობიდან, მიმდინარე წლის ორ
თებერვალს, თენგიზ ლომთაძის ბრძანებით მოიხსნა. იქვენ განმარტეს, რომ
რადგან მათ დაწესებულაში ცენტრალური გათბობის სისტემა დაამონტაჟეს და
მალე ცხელი წყალი ექნებოდათ, გამათბობლის საჭიროება აღარ იყო და მას
ახალსოფლის ბაღს გადასცემდნენ. წყლის გამათბობელი ამჟამდ
საწირის თემში მერის წარმომადგენლის, თენგიზ ლომთაძის ავტოფარეხში
აღმოაჩინეს.
ლომთაძის ოჯახის წევრები ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობენ, რომ
გამათბობელი დაზიანებული იყო და ამიტომ შეინახა ის თენგიზ ლომთაძემ
საკუთარ ავტოფარეხში.
"შაბათი დღე იყო, მოხსნა წარმომადგენელმა, სხვა ბაღში გადამაქვსო.
სამი წელია რაც გვქონდა. მერე გაფუჭდა, მოვიყვანეთ ხელოსანი და
გავაკეთებინეთ, მაგრამ ისევ გაფუჭდა. მოხსნის მომენტში არ
ვიყენებდით", – ამბობს ბაღის გამგე დარეჯან სუპატაშვილი.
ბაღების გაერთიანების დირექტორი ემილია კაკაბაძე ამბობს, რომ წყლის
გამოთბობლის დამონტაჟებისთვის საჭირო ხარჯები მათ გაიღეს,
შესაბამისად, ის გაერთიანების საკუთრებას წარმოადგენდა. დირექტორის
თქმით, გაერთიანება მერის სახელზე წერილს ამზადებს, შესაბამისი
რეაგირებისთვის.
წყლის გამათბობლის გარდა, თენგიზ ლომთაძის ოჯახს, სხვა ხმაურიანი
თემაც უკავშირდება. საუბარია სახლის გადასახურავ მასალაზე, რომლიც
ოჯახმა მერიისგან მიიღო, როგორც სტიქიით დაზარალებულმა.
შესაბამისი განცხადება მერიაში თენგიზ ლომთაძის მეუღლემ დაწერა,
რომლის საფუძველზე მერიამ მათ 4000 ლარის გადასახური მასალა მისცა.
ჯერჯერობით, ახალი მასალით სახლი გადახურული არ არის გადახურული.
ლომთაძეები მიზეზად მოუცლელობას ასახელებენ.
"ქარმა გადამიხადა სახურავი და მომცეს 30 ცალი თუნუქის სახურავი
თავისი ხის მასალით, ეს იყო და ეს. ამის შემდეგ "ნაციონალები"
იძახიან, მოიპარეს და ასე შემდეგ", – ამბობს თენგიზ ლომთაძე, რომლის
შვილი, გიორგი ლომთაძე, ასევე, საჯარო მოხელე გახლავთ. მას ტყიბულში
მერის მოადგილის პოსტი უჭირავს.
მასალის გამოყენების პირობები