ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში,
"საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის"
შესახებ ტრენინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 330-მდე
წარმომადგენლი გაივლის.
ტრენინგ-კურსი 4 ნაკადად ჩატარდება.
როგორც სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, პროგრამით
გათვალისწინებული სწავლება სავალდებულოა იმ პირთათვის, რომლებსაც
უშუალო შეხება აქვთ საჯარო სკოლების ოპერირებასა და
მოვლა-პატრონობასთან: კერძოდ, საჯარო სკოლების დირექტორები,
საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და მუნიციპალიტეტების მერიის
წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან საჯარო სკოლების
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და განვითარებაში.
"ტრენინგ-კურსის მიზანია ყველა იმ სტანდარტის, ტექნიკისა და
მექანიზმის გაცნობა, რომელიც საჭიროა ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის
ფუნქციის თითოეული კომპონენტის წარმატებით განსახორციელებლად და მისი
მიზანია
საჯარო სკოლებში
უსაფრთხო, ჯანსაღი, მიმზიდველი გარემოსა და სწავლების
ხარისხის გაუმჯობესება", -
ამბობენ სკოლაში.
"საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის"
პროექტში ჩართულია 127 სკოლა, 44 მუნიციპალიტეტი და 44
საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო" განათლების სამინისტროს
მმართველობის ქვეშ შემავალ სიპებთან: საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან და ზურაბ ჟვანიას
სახელობის სახელმწუფო ადმინისტრირების სკოლასთან თანამშრომლობით
ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები