პერფომანსის მოსაწყობად რუსთაველის გამზირზე მისულ პარტია
"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გოგი
წულაიას ორმო ამოვსებული დახვდა.
გოგი წულაიას თქმით, ორმო მას შემდეგ ამოავსეს, რაც მისი ადგილზე
მისვლის შესახებ გაიგეს.
"ოთხი დღის წინ გათხარეს, იყო წყლის ქცევა და პალო გაარჭვეს მილში,
რომ წყლის ქცევა არ ყოფილიყო. როდესაც გაიგეს მოვდიოდი, ღამე მოვიდნენ
და მიწა გადააყარეს ფაქტების დასამალად. 21-ე საუკუნეში, არ რცხვენიათ
პალოს გარჭობა ტრუბაში?", - ამბობს გოგი წულაია.
ადგილობრივი მოსახლეობა რუსთაველის გამზირზე გაუმართავი
კანალიზაციის პრობლემაზეც ჩივის.
მასალის გამოყენების პირობები