ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სისხლის
სამართლის საქმეზე, ორი ექსპერტი დაიკითხა.
ექსპერტებმა, რომლებიც დასკვნის მომზადებაში მონაწილეობდნენ,
განაცხადეს, რომ მერაბ კვირკაშვილს მოძრაობის წესები არ დაურღვევია და
მას ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო.
საქმის პროკურორი ვალერი კუჭუხიძე შეეცდა ექსპერტებისგან პასუხები
მიეღო, დასკვნის მომზადების მომენტში, რატომ იხელმძღვანელეს
საქმის ერთ–ერთი მოწმის მეორე ჩენებით, სადაც იგი საუბრობს ღია ფერის
დაუდგენელ ავტომანქანაზე, რომელმაც მისი თქმით, კვირიკაშვილს საფრთხე
შეუქმნა და მანევრის გაკეთება აიძულა და რატომ არ გაითვალისწინეს მისი
პირველი ჩვენება, სადაც ის მსგავს გარემოებაზე არ საუბრობდა.
პროკურორის თქმით, რადგან საქმეში არსებობდა ურთიერთგამომრიცხავი
გარემოებები, ექსპერტებს ორი ალტერნატიული დასკვნა უნდა გაეცათ, რათა
სასამართლოს დასკვნის გაკეთება გამარტივებოდა.
დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მოწმე იმიტომ არ საუბრობდა პირველ
ჩვენებაში საფრთხის შემქნელ ღია ფერის ავტომანქანაზე, რომ
გამომძიებელს მისთვის ასეთი შეკითხვა არ დაუსვამს. დაცვის მხარის
ადვოკატი ზახს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ მოწმის პირველადი დაკითხვა
მომხდარიდან ორ საათში ემოციურ ფონზე მოხდა.
საქმეზე პროკურატურა უკვე დასკვნითი სიტყვისთვის ემზადება. მომდევნო
პროცესი 15 მარტს ჩაინიშნა, სადაც საქმის ერთ–ერთი გამომძიებელი უნდა
დაიკითხოს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, პროკურატურა სასამართლოს წინაშე
დასკვნითი სიტყვით წარსდგება.
2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხადარი ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე
ერთ-ერთ ავტომანქანას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა.
ამავე
თემაზე:
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესზე
ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ დარბაზი დატოვა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე
ექსპერტი დაიკითხა
მერაბ კვირიკაშვილის
საქმეზე თვითმხილველი და ორი გამომძიებელი დაიკითხა
ქუთაისი-სამტრედიის
გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულები ახალგაზრდა ცოლ–ქმარი
არიან
მერაბ კვირიკაშვილის
მეუღლე გარდაიცვალა
ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად დაშავებული რაგბისტების მდგომარეობა
სტაბილურია
მასალის გამოყენების პირობები