წერეთლის უნივერსიტეტის რექტორად როლანდ კოპალიანი აირჩიეს
16:25 / 22.02.2019
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი რექტორი
აირჩიეს. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლებელს ამავე
უნივერსიტეტის პროფესორი როლანდ კოპალიანი უხელმძღვანელებს.
აკადემიურმა საბჭომ რექტორის პოზიციაზე ამავე უნივერსიტეტის პროფესორი
როლანდ კოპალიანი 15 ხმით აირჩია.
სასწავლებელში არჩენები 22 თებერვალს ჩატარდა. რექტორის პოსტის
დასაკავებლად ორი კანდიდატი, ამავე უნივერსიტეტის რექტორის ყოფილი
მოადგილე, როლანდ კოპალიანი და ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის
#41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი, დავით ნიშნიანიძე
იბრძოდნენ.
ახალი რექტორის არჩევა ოთხი წლის ვადით მოხდა.
თუ რა გეგმები აქვს რა ცვლილებებს აპირებს ახალი რექტორი
ნახეთ აქ.
რაც შეეხება უნივერსიტეტის უკვე ყოფილ რექტორს, გიორგი ღავთაძეს, ის
მუშაობას უნივერსიტეტში ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ
მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სტატუსით გაარძელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები