ახალი ამბები
"თუკი არ მოხდება ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობის შეცვლა მთელი სოფელი შიმშლობას დაიწყებს"
FaceBook
დღეს, თერჯოლის რაიონის სოფელ ჯოგნარის მოსახლეობამ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი აქცია გამართა.
ისინი ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლება დაპირდათ ამ საკითხის მოგვარებას და დაიწყეს ნაგავსაყრელისათვის ალტერნატიული ადგილების შერჩევა. მოსახლეობა აცხადებს,  რომ აძლევენ
ერთი კვირის ვადას და თუკი არ შეიცვლება ეს გადაწყვეტილება პერმანენტულ აქციებს გამართავენ არ შემოუშვებენ ტექნიკას და დაიწყებენ შიმშულობას.

"თუკი არ მოხდება ნაგავსყარელის ადგილმდებარების შეცვლა მთელი სოფელი შიმშლობას დაიწყებს", – აცხადებენ სოფლის მცხოვრებელბი. 

ამ სოფლების მოსახლეობა ეწევა მესაქონლეობას, აწარმოებენ რძის პროდუქტებს. ნაგავსაყრელი კი დააბინძურებს ჰაერს და წყალს, რის გამოც,  ისინი პროდუქციას ვეღარ გაასაღებენ.


ჭოგნარის ტერიტორიაზე ნაგვავსაყრელის მოწყობა გაზაფხულზე  დაიწყება. 

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა და პროტესტის მიუხედავად, ახალი ნაგავსაყრელი მაინც აშენდება. ახალ ნაგვასაყრელზე დაგემილია პოლიგონის, ავტომობილის ხიდური სასწორის და სადეზინფექციო აპარატების მოწყობა. სადაც, ნარჩენების კომპაქტირება და დაპრესვა მოხდება. ის ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს. პროექტს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ახორციელებს. ახალი ნაგავსაყრელი 700 000 მოქალაქეს მოემსახურება.

რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭოგნარში მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი შუხოშვილის თქმით 36 ჰა მიწის ფართობზე, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება.

"გასული წლების 60-იანი წლებიდან ფუნქციონირებს სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და ნიკეას უბანში არსებული ნაგავსაყრელები, მათ ამოწურეს თავიანთი ლიმიტი და ესენი აუცილებლად უნდა დაიხუროს. სამაგიეროდ, ვაშენებთ რეგიონულ ნაგავსაყრელს, სადაც ყველა ევროსტანდარტი იქნება დაცული", - ამბობს გიორგი შუხოშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.