ქუთაისის მერიაში გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას"
ადგილობრივი ლიდერის გიგა შუშანიას
ბრალდებას რეორგანიზაციასთან დაკავშირებით
ეხმიანებიან.
,,რეორგანიზაციის პროცესი ძირითადად ემსახურება ხელმისაწვდომი,
მოქნილი და ოპერატიული სერვისების შექმნას მოქალაქეებისთვის.
არქიტექტურის ა(ა)იპი ღია ფანჯრის პრინციპით მოემსახურება მოქალაქეებს
და გაცილებით გამარტივებულს გახდის
ყველა სახის პროცედურას. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული
რეორგანიზაციის ფარგლებში იგეგმება აუდიტის სამსახურის შექმნა
თვითმმართველობათა კოდექსის თანახმად მიზანშეწონილია არსებობდეს შიდა
უწყებრივი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული
ხარვეზების გამოვლენას და მათი აღმოფხვრის ეფექტური სტრატეგიის
შემუშავებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აუდიტის სამსახურის შექმნა.
მართალია ის აქამდე არსებობდა მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით
თუმცა, მისი როგორც სამსახურად ჩამოყალიბება რომელიც ფართო
უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი არსებითი მნიშვნელობა ექნება
ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში," -აცხადებენ ქუთაისის
მერიის პრესსამსახურში.
გიგა შუშანაის განცხადებით მერიაში რეორგანიზაცია პოლიტიკური მიზნების
გადაჭრას ემსახურება.
"რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისი მიიღებს გაზრდილ ბიუროკრატიას,
დასაქმებული პარტიული აქტივისტებისა და ახლობლების გაზრდილ რაოდენობას
და ბიუჯეტიდან მათ შენახვაზე გაწეული ხარჯების ზრდას. ხოლო ქალაქის
წინაშე არსებული პრობლემები ისევ უცვლელი დარჩება", – განაცხადა
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა.
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გასულ წელს დაიწყო, რომელიც 28
თებერვალს უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები