ახალი ამბები
სექტემბრიდან ქუთაისის მერია ტრანსპორტის ნაწილს ჯი-პი-ეს კონტროლის სისტემაზე გადაიყვანს
FaceBook
"ჯი-პი-ეს სისტემების სამონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს  230 სატრანსპორტო საშუალებაზე".

ქუთაისის მერიამ საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის მაჩვენებლების ყოველდღიური აღრიცხვა-ანალიზის და მათზე კონტროლის მიზნით, ჯი-პი-ეს სანავიგაციო მომსახურებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 296`125 ლარის ღირებულების ტენდერი მერიამ მიმდინარე წლის 31 ივლისს გამოაცხადა. წინანდების მიღება 16 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტომდე გაგრძელდება.
სატენდერი პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს  მონტაჟი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუშაობის მაჩვენებლების ყოველდღიური აღრიცხვა-ანალიზის, რეგულირებისა და მათზე კონტროლის მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ჯი-პი-ეს სანავიგაციო მომსახურება 2015 წლის 15 სექტემბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ამის გარდა, მიმწოდებლი ვალდებულია "უზრუნველყოს 96 სატრანსპორტო საშუალებაზე ჯი-პი-ეს  სისტემების პირველადი სამონტაჟო სამუშაოების შერულება ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომი მიწოდება განხორციელდეს ეტაპობრივად, "შემსყიდველი"-ს მიერ გადაცემული სატრანსპორტო საშუალების რაოდენობების მიხედვით (134 სატრანსპორტო საშუალება), ყოველი გადაცემიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ჯი-პი-ეს სისტემების სამონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს სულ 230 სატრანსპორტო საშუალებაზე", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. ასევე, ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ჯი-პი-ეს მოწყობილობების უსასყიდლოდ მონტაჟი და დემონტაჟი "შემსყიდველი"-ს მიერ მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.
ადგილობრივ თვითმმრთველობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სისტემა ხელს შეუწყობს ტრანსპორტის კონტროლს.
"ასევე, ეს ხელს შეუწყობს გრაფიკების კონტროლს. პირველ ეტაპზე, რამდენიმე ათეული ტრანსპორტი იქნება გადაყვანილი ჯი-პი-ეს კონტროლის სისტემაზე სექტემბრისთვის, ხოლო 2016 წლისთვის ყველა საქალაქო ტრანსპორტი გადავა", - განმარტავს ქავთარაძე.

თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.