ახალი ამბები
ქუთაისის მერია 2019 წელს „გადაუდებელი რეაგირების“ პროგრამის განხორციელებას იწყებს (R)
FaceBook
ქუთაისის მერია 2019 წელს „გადაუდებელი რეაგირების“ პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებში  ქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები ისეთი ოჯახების დახმარების საკითხი, რომლებიც იმყოფებიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. არ სარგებლობენ სახელმწიფო თუ ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებებით, რის გამოც საფრთხე ემუქრებათ ოჯახის წევრის/წევრების სიცოცხლეს და საჭიროებენ გადაუდებელი პირველადი სერვისის მიწოდებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისში მოქმედ ორგანიზაციების, World Vision – საქართველო, „SOS“ ბავშვთა სოფელი, „INER Georgia“ და საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა ქალაქის მერის მოადგილემ ნინო თალთვაძემ.

"იმ შემთხვევაში თუ ოჯახში იცხოვრებს არასრულწლოვანი, პილოტირებული ინიციატივის ფარგლებში, დახმარების მთხოვნელი ოჯახის საჭიროებას შეისწავლის და დასკვნა -რეკომენდაციას მოამზადებს World Vision – საქართველოს ბაზაზე არსებული რეაგირების ჯგუფი. სხვა დანარჩენ შემთხვევაში საკითხი შეისწავლება და დასკვნა -რეკომენდაცია მომზადება მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ოჯახის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის საფუძველზე", - განაცხადა ნინო თალთვაძემ.

ოჯახის საჭიროების შეფასების და კრიზისის მიზეზის განსაღვრის შემდეგ, დახმარების საკითხის განხილვა-გადაწყვეტა მოხდება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობა განისაზღვრა და მის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს სოციალური მომსახურების სააგენტოს და ქალაქ ქუთაისში მოქმედი შემდეგი ორგანიზაციების: World Vision – საქართველო, „SOS“ ბავშვთა სოფელი, „INER Georgia“ და საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენლები.

ოჯახს, გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით, დახმარების სერვის (ფსიქოლოგიური, სოციალური და მატერიალური მხარდაჭერა) შესთავაზებს სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი ორგანიზაციები. გადაუდებელი საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ჩართულობა განისაზღვრება მატერიალური დახმარების კუთხით. აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზანია, არსებული რესურსის გაერთიანება და კოორდინირებული მოქმედება კრიზისულ მდგომარებაში მყოფი ოჯახის გასაძლიერებლად.

წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ოჯახები მიუხედავად ცალკეული დახმარებებისა, ისევ საჭიროებენ თანადგომას. აღნიშნული მუშაობის პრინციპი კი შესაძლებლობას მისცემს მუნიციპალიტეტს და დახმარების გამწევ ორგანიზაციებს, ფლობდნენ სრულ ინფორმაციას, მათ მიერ გაწეული მომსახურების ეფექტურ ხარჯვასთან დაკავშირებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.