ზესტაფონში საცხოვრებელი სახლის ძარცვის ბრალდებით წარსულში
ნასმართლევი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ო.ქ.–მ ერთ-ერთი
მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან ოქროს ნივთები გაიტაცა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება ძარცვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით
მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს
მასალის გამოყენების პირობები