ახალი ამბები
ემალის და გრანიტის ქვაბები - გაყიდვების ლიდერები ონლაინ სივრცეში (R)
FaceBook

ქვაბების ნაკრებზე არსებულ პოპულარობას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს და ინტერნეტ მაღაზიები მათი სხვადასხვა ბრენდის, მოდელისა და კომპლექტაციით ცდილობენ მიიპყრონ მომხმარებლის ყურადღება.


გარდა საახალწლო, სააღდგომო და სხვა სადღესასწაულო პერიოდებისა, აღნიშნული მოდელები წლის დანარჩენ დღეებშიც დიდი წარმატებით იყიდება და ბაზარზე თითქმის ყოველთვე ახალი მასალისა და ბრენდის პროდუქციას ვაწყდებით, უკვე კარგად ცნობილ გერმანულ ან თურქულ ასორტიმენტთან ერთად.

როგორც ირკვევა, ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით ემალის ქვაბები სარგებლობენ. ამის მიზეზი რამდენიმეა:

  • დაბალი ფასი: სხვა ქვაბების ნაკრებთან შედარებით მათი ღირებულება საშუალოდ თითქმის ნახევარია;
  • ცნობილი თურქული ბრენდების ხარისხიანი პროდუქცია;
  • ფართო გამოყენება და უსაფრთხო საჭმლის მომზადების ხელშემწყობი მასალა

ემალის ქვაბების საშუალო ფასი 140-160 ლარია და გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება თურქული Savasan-ის პროდუქციას დაუთმოთ, რომელიც ძალიან ფართო მოცულობის ასორტიმენტს სთავაზობს მყიდველებს და რაც მთავარია, ძალიან ხარისხიანი პროდუქციით ხასიათდება, მოღვაწეობს რა ამ სფეროში 20 წელზე მეტია და უზარმაზარ ქარხნებს ფლობს, რომლებიც ხარისხის სხვადასხვა სერთიფიკატის მფლობელი გახლავთ.

გარდა ემალისა, სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ინტერნეტ მომხმარებლების რიცხვი, რომელთაც სურთ გრანიტის ქვაბები შეიძინონ, მათ შორის განვადებით.

გრანიტი ამ ტიპის პროდუქციას შორის ყველაზე მოთხოვნადი მასალაა, მის ნაირსახეობა ბიო-გრანიტთან ერთად. ამ მასალით ქვაბებს ყველაზე უფრო ცნობილი ბრენდები ამზადებენ და უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი ასორტიმენტიც სწორედ ამ მოდელებს შორის გვხვდება.

მწარმოებელი ქვეყნების მიხედვით არჩევანი ძირითადად სამგვარია: გერმანია, თურქეთი და იტალია. თუმცა გვხვდება აღნიშნული ტექნოლოგიით, მაგრამ ჩინეთში დამზადებული ქვაბებიც, რომლებიც შედარებით იაფია, თუმცა ნაკლები ხარისხით გამოირჩევა.

ყველაზე მოთხოვნადად გერმანული გრანიტის ქვაბები ითვლება, თუმცა ძალიან პოპულარულია Dessini-ც, რომელიც ერთ-ერთი პირველი ბრენდი გახლდათ ამ ბაზარზე.

ჩვენი რჩევა, განსაკუთრებით თუ მათი ინტერნეტში ყიდვა გსურთ, პირველ რიგში ფასების საფუძვლიანი გადახედვა იქნება, ვინაიდან ერთსა და იმავე ნაკრები სხვადასხვა მაღაზიაში მნიშვნელოვანი ფასთა შორის სხვაობით შეიძლება იყიდებოდეს. ამას გარდა, გირჩევთ აუცილებლად გაამახვილოთ ყურადღება მოყვება თუ არა შეთავაზებას საჩუქარი, ვინაიდან დღეს ბაზარზე აღნიშნულ მეთოდს ძალიან ბევრ გამყიდველი მიმართავს და კარგად შერჩევის შემთხვევაში ქვაბებთან ერთად საკმაოდ კარგი საოჯახო ტექნიკაც შეგიძლიათ მიიღოთ, თანაც თითქმის ნახევარ ფასად.

ხოლო თუ განვადების გაკეთება გსურთ, გირჩევთ პირველ რიგში საპროცენტო განაკვეთსა და გადახდის პირობებზე გააკეთოთ აქცენტი. რეალურად, "უპროცენტო განვადება" არ არსებობს და მაღაზიები ხანდახან ამ გაძვირებას ერთგვარი საკომისიოთი ფარავენ, რომელსაც საბოლოო ჯამში ისევ თქვენ იხდით. ამიტომ, აუცილებლად გაარკვიეთ რა გიჯდებოდათ პროდუქტის შეძენა ნაღდი ანგარიშსწორება და რამდენია სხვაობა განვადების შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ხანგრძლივ პერიოდზე აკეთებთ განვადებას, არსებული რეგულაციების გამო მისი დამტკიცების ალბათობა უფრო დიდია, თუმცა პროდუქტიც უფრო მეტად ძვირდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.