სამტრედიის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად
აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და ორსართულიანი სახლი
ჩამოიშალა.
"მეზობელთან იყო გადასული და გაზქურა დარჩა ჩართული. რომ მივიდა
სახლში მერე აფეთქდა"'_ ამბობენ ადგილობრივები.
68 წლის მამაკაცი, ნუკრი მეფარიშვილი, თავდაპირვრლად სამტრედიის
საავადმყოფოში მიიყვანეს, ხოლო მოგვიანებით ქუათაისის საავადმყოფოში
გადაყვანა გახდა საჭირო. დაშავებულს სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობა
და სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება.
ადგილობრივების განცხადებით, ნგრევის და აფეთქების ხმა 1 კმ-ს
რადიუსით გავრცელდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური,
პოლიცია და ,,სოკარ გაზის" სამტრედიის წარმომადგენლობა.
მასალის გამოყენების პირობები