ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩა #86-ში, სტიქიამ ციბაძეების ოჯახი
დააზარალა.
გადაუღებელი წვიმის და ქარის გამო ჩამოინგრა სახლის კედელი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულმა, ოჯახის წევრებმა ტერიტორიის
დატოვება დროულად შეძლეს.
დაზიანებული სახლის დასათვალიერებლად ქალაქის მერი გიორგი
ჭიღვარია და იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე
მივიდნენ.
გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქის მერია დაზარალებულ ოჯახს
დროებით ნაქირავებ ბინაში გადაიყვანს. პარალელურად დაითვლება ზარალი
და სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოხდება სტიქიით
დაზარალებული ოჯახის დახმარება.
მასალის გამოყენების პირობები