ქუთაისში #22 საქალაქო ავტობუსში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
მგზავრების ინფორმაციით, მამაკაცი მოულოდნელად ცუდად გახდა. სასწრაფოს
მისვლისას კი უკვე გარდაცვლილი იყო.
მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის
შეტევა გახდა. სასწრაფო დახმარების მანქანასთან ერთად, ადგილზე
მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მასალის გამოყენების პირობები