ახალი ამბები
ქართული ცეკვები საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა
FaceBook
ქართული ხალხური ცეკვები პარიზის რეგიონში, საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. 

ამ აღიარების მოსაპოვებლად, ქართული დიასპორასთან, კერძოდ საფრანგეთში დაფუძნებულ "ქართველთა კულტურის კერა ლაზთან" დანამშრომლობით, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ასოციაცია "ile du monde". 

ასოციაციამ პროექტი საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტროში წარადგინა. სპეციალურად შეიქმნა ფილმიც. მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. საფრანგეთმა აღიარა და ამ ჟესტით ოფიციალურად სცნო ქართველ ემიგრანტთა წვლილი.

"ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, დავიცვათ და პოპულარიზაცია გავუწიოთ საფრანგეთში მცხოვრები მიგრანტების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. ჩვენ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს პირველად 2011 წელს შევხვდით. შევხვდით, ასევე, "ქართველთა კულტურის კერა ლაზს"  და მათ ხელმძღვანელებს - დაჩი ჩაგანავასა და ეკა ბოდოკიას, რომლებიც პარიზში ქართულ კულტურას უწევენ პოპულარიზაციას. ჩვენი პირველი თანამშრომლობა 2014 წელს შედგა, როცა ქართული პოლიფონიის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობის სიაში შეტანისთვის ვმუშაობდით. 2017 წელს, ქართულ დიასპორასთან ერთად, უკვე ტრადიციული ცეკვების საკითხზე დავიწყეთ მუშაობა. საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ, ორივე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა. პროექტი, ასოციაცია "Île du Monde"-ის მიერ, პარიზში ქართულ დიასპორასთან თანამშრომლობით იყო წარდგენილი," - ამბობს სოციაცია ,, Île du Monde"-ს ხელმძღვანელი სიმონ ტორტორიელო.

"ამ გადაწყვეტილების მიხედვით გამოდის, რომ საფრანგეთმა აღიარა ქართული ემიგრაციის წვლილი საფრანგეთის კულტურის ისტორიაში. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია", – ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ანა ჭეიშვილი.

საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ საფრანგეთში არსებული ქართული დიასპორის განზრახვის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. 

"ამ ნომინაციას საფრანგეთის ეროვნული კანონმდებლობით ანიჭებენ. ჩვენ მხოლოდ მორალური მხარდაჭერა შეგვიძლია გამოვხატოთ და ასევე, გამოვხატოთ დიდი სიხარული ამ აღიარებასთან დაკავშირებით", -  ამბობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს, იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, მანანა ვარძელაშვილი.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.