შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთის გზებზე ე.წ. ჭკვიანი
კამერები აამოქმედა.
კამერები უკვე ჩაირთო ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო
გზის მე-18 კილომეტრიდან (ქვიტირი) 28-ე კილომეტრამდე
(ფარცხანაყანევი). კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან
დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.
ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ–ია.
ჭკვიანი კამერები, ასევე, ამოქმედდა ქუთაისი-წყალტუბოს
შემაერთებელ მონაკვეთზე, ჯავახიშვილის ქუჩიდან
წყალტუბოში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩამდე. ამ მონაკვეთზე
მოძრაობა 70 კმ/სთ–ის სიჩქარითაა ნებადართული.
მასალის გამოყენების პირობები