ქუთაისში ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 30-ე წელი აღნიშნეს.
ქუთაისის ადგილობრივი
თვითმმართველობის პირველმა პირებმა და იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო
ტაბატაძემ ავღანეთის ომის ვეტერანებთან ერთად, ავღანეთის ომში
დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დღესვე, ავღანეთის ომის ვეტერანებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფულადი
დახმარება გადასცა.
ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა 1989 წლის 15 თებერვალს
დამთავრდა, რომლითაც შესრულდა ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმება.
ქუთაისში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები