საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი
ქობულია ქუთაისში 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს
შეხვდა.
ქობალიამ მეწარმეებთან საუბრისას ყურადღება სამ ძირითად საკითზე
გაამახვილა, რომელთა შორისაა ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე,
პროფესიული განათლება და ბიზნესთან უძრავი ქონების თვალსაზრისით
თანამშრომლობა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა,
ქვეყნის ეკონომიკისათვის ექსპორტის საკითხი კრიტიკულად
მნიშვნელოვანია. მან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმონადგენლებს
მოუწოდა, გააფართოვონ წარმოება და პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე
გაიტანონ.
"ქართველმა მეწარმეებმა მოახერხერს უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირება.
მათ შეძლეს, რომ საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე წარწერით
"დამზადებულია საქართველოში" გასულიყო. მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ამ
პროცესში,"-განაცხადა მინისტრმა.
გიორგი ქობალიას განმარტებით, პროფესიული განათლების ნაკლებობა
ეკონომიკის განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორია. მისივე თქმით,
სახელმწიფომ მოქალაქეებს საშუალება უნდა მისცეს, რომ მათ პროფესიული
განათლება მიიღონ და დასაქმება შეძლონ. მინისტრის განმარტებით,
რეგიონში ბევრი გადასამზადებელი პროგრამის განხორციელება
იგეგმება.
მესამე საკითხი, რომელზეც მინისტრმა ბიზნესმენებს ინფორმაცია მიაწოდა,
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენებაა. როგორც
ქობულიამ განმარტა, მთავრობა განიხილავს წინადადებებს, თუ როგორ უნდა
გადაეცეს ქონება მეწარმეებს გამოსაყენებლად. მისივე თქმით, აღნიშნული
პროცესი გამჭვირვალეთ წარიმართება და მეწარმეებს მაღაზიებისა თუ
საწარმოების აშენება თავისუფლად შეეძლებათ.
გიორგი ქობალიამ ბიზნესმენების შეკითვებსაც უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები