ქუთაისის მერის მოადგილის ვაკანტურ ადგილზე ქუთაისიპოსტის
ინფორმაციით, საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლაშა გვენეტაძე და აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე
განიხილება.
ჩვენთან საუბარში ლაშა გვენეტაძე ადასტურებს, რომ მან ქალაქის
მერისგან მიიღო შემოთავაზება, თუმცა, გადაწყვეტილი არაფერია.
"იყო კონსულტაციები ამაზე ქალაქის მერთან. სადაც დავჭირდები იქ
დავუდგები გიორგი ჭიღვარიას", – ამბობს ლაშა გვენეტაძე.
საკრებულოს წარმომადგენლისგან განსხვავებით, გიორგი ღავათაძე
განმარტავს, რომ შემოთავაზება არც ქონია და არც აქვს სურვილი მერის
მოადგილის პოსტი დაიკავოს.
ქუთაისის მერის მოადგილე გიორგი იობაშვილმა თანამდებობა საკუთარი
განცხადების საფუძველზე 6 თებერვალს დატოვა. თუმცა, ქუთაისიპოსტის
ინფორმაციით, ამის მიზეზი შიდა დაპირისპირება იყო.
მასალის გამოყენების პირობები