პირველი მარტიდან საქართველოში პროდუქციის ეტიკეტირების ახალი წესი
ამოქმედდება.
"ტექნიკური რეგლამენტი მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ პროდუქციის
მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს ეტიკეტზე უფრო ვრცელი, და ზუსტი
ინფორმაციის განთავსებას ავალდებულებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგულაციის მიზანია,
მომხმარებელს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს სურსათის შესახებ მათი
ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას მიზნით.
ახალი წესით მწარმოებელი მის პროდუქციაზე არარეალურ ინფორმაციას ვერ
გაავრცელებს
აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროში ევროკავშირთან "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმების შესაბამისად მომზადდა.
მასალის გამოყენების პირობები