"ქუთაისი მუსიკის დედაქალაქიცაა და სირცხვილია, რომ მუსიკის
დედაქალაქში საკონცერტო როიალი არ არსებობდეს,"
- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში, აკაკი წერეთლის
უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
"ასევე, არ შეიძლება საქართველოს კულტურის დედაქალაქში იყოს ასეთი
დანაგვიანებული ადგილები. ეს არის მიუღებელი, ვიცი რომ ამაზე
მუშაობენ, მაგრამ ეს უნდა იყოს უფრო ეფექტური. თუ დღეს ტურისტი ამ
ქალაქს ნახევარ დღეში ათვალიერებს, ამისთვის 3-4 დღე უნდა დასჭირდეს
და თუ ამას დავისახავთ მიზნად, აუცილებლად გამოვა", – განაცხადა
ზურაბიშვილმა.
უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის
ვიზიტი იმერეთში დასრულდა. ზურაბიშვილი იმერეთს 9 თებერვალს ეწვია.
ვიზიტის პირველი დღე წყალტუბოში, რომელიც 10 თებერვალს ქუთაისში
დაასრულა.
ამავე თემაზე:
მუსიკის და კულტურული დედაქალაქი – რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა
ქუთაისში
მასალის გამოყენების პირობები