საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქუთაისში, აკაკი
წერეთლის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე
სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პარლამენტის
დაკარგვით ქუთაისს არაფერი დაუკარგავს.
მისივე თქმით, პარლამენტის შენობაზე დახარჯული თანხით წყალტუბოს
განვითარება იყო შესაძლებელი.
"ჩემი ხედვაა, რომ საკონფერენციო დარბაზად გადაკეთდეს პარლენტის
შენობა, სადაც საერთაშორისო დონის კონფერენციები ჩატარდება. ეს ძალიან
გვაკლია საქართველოში. რაც პრეზიდენტი გავხდი, ხშირად მომდის
შეტყობინებები და ითხოვენ სხვადასხვა ფორუმის მოწყობას. არსად ასეთი
ადგილი, გარდა ბათუმისა, არ არის. იმისთვის რომ ასეთი ცენტრი მოეწყოს,
პარლამენტის შენობაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება
ცოტა გადაკეთება დასჭირდეს, მაგრამ პრაქტიკულად ყველაფერია იქ, რაც
საჭიროა," - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამავე თემაზე:
მუსიკის და კულტურული დედაქალაქი – რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა
ქუთაისში
მასალის გამოყენების პირობები